6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბაზაძემ განაცხადა, რომ 6 ქართველი მოყვარული მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა.

„მოყვარულმა სპროტსმენებმა მიმართეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომ უნდოდათ ისრაელში წასვლა და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრების ჩატარება. საქართველოს ფედერაციამ მიმართა ისრაელის ფარიკაობის ფედერაციას, რომ გამოეგზავნათ მოწვევა, რაზეც დასტური მივიღეთ.

ისრაელის ფარიკაობის ფედერაცია საქმის კურსში იყო, რომ მოყვარული სპორტსმენები ჩადიოდნენ. 6 მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. გამოვიდა ისე, რომ სპორტსმენები დარჩნენ, ხოლო ფედერაციის
პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკან დაბრუნდნენ“.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას სანქციები დაუწესდა (5000 ფრანკის ოდენობით). აგრეთვე, ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულები არიან.

ამ ინციდენტის შემდეგ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე 2018 წლის 5 სექტემბერს ფედერაციაში გამართული საგანგებო ყრილობის შემდეგ გადადგნენ, ხოლო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე ბაზაძე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.

altმსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: ლაიპციგში მსოფლიოსთან ერთად

altფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი: ჩვენი გუნდები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფარიკაობის ფედერაცია ჩაფლულია ჭაობში ,არა სპორცმენები დოლარების სანაცლოდ წაიკვანეს ,ამ საქმეში მეტი ადამიანია გარეული
0
სამარცხვინო ხალხი!!
ტინტო ბრას
10:46 03-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული