IOC-მა რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე ნეიტრალური სახელით გამოსვლის უფლება მისცა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტები (AINs), რომლებმაც სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ დაწესებული საკვალიფიკაციო სისტემით კვალიფიკაცია გაიარეს, უფლებამოსილი იქნებიან იასპარეზონ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტები არიან რუსეთის ან ბელარუსის პასპორტის მქონე სპორტსმენები.

IOC-ის ცნობით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვეს, თუმცა არა სრულფასოვანი, არამედ როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტების (AIN) სტატუსით. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ სპორტსმენებს მხოლოდ პირად პირველობებში ასპარეზობის უფლება ექნებათ.

ნეიტრალურ სპორტსმენებს ეკრძალებათ დროშის, ჰიმნის და რუსეთთან ან ბელარუსთან დაკავშირებული, ასევე
მათი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ნებისმიერი სხვა სიმბოლოს გამოყენება. ორივე ქვეყნის სპორტსმენები სარბიელზე გავლენ AIN (Athlete Individuel Neutre)-ის აბრევიატურით. მაყურებელს, ისევე როგორც სპორტსმენებს ეკრძალებათ ოლიმპიურ ობიექტებზე ამ ქვეყნების ეროვნული სიმბოლიკის წარმოდგენა.

წლეულს, 28 მარტს IOC-ი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოვიდა, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ და არც რაიმე კავშირში არიან შეიარაღებულ ძალებთან თუ სამსახურებთან. ასევე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი გუნდურ სახეობებში.

გარდა ამისა, ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების უფლება არ ექნებათ რუსეთის და ბელარუსის ოფიციალურ პირებს. რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, IOC და პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებენ უფლებას დისკვალიფიკაციით დასაჯონ სპორტსმენი ან დელეგაციის წევრი.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE


მკითხველის კომენტარები / 8 /
2022 წლის 25 თებერვალს ბაიდენის მუქარა რუსეთის ეკონომიკას ასე ვიზამთ რუბლს გავაუფასურებთ ცხელ გულზე ბევრმა მეც მათ შორის დავიჯერე თუმცა თითქმის 2 წლის მერე 99% ხედავთ რაც ხდება რისი გულისთვის მიდის ომი და უკრაინელი ხალხი თავიდანვე არავის ადარდებდა ეს შემთხვევა ალბათ 999 999 -ეა დახლოებით
ნოდო
17:47 10-12-2023
5
"ურა პაწრიოტებო"! სპორცმენებს ნუ ურევთ, პოლიტიკანებში. რუსი და ბელარუსი სპორცმენები ძალიან ძლიერები არიან, განსაკუთრებით ზამთრის სახეობებში! მიხვდნენ ან უფრო სწორად ხვდებიან უკვე ზოგიერთები, რო რუსების დამარცხება შეუძლებელია: სანქციებით, ნატოებით და კატოებით და ნელ-ნელა უკან იხევენ, ისე რო ეს უკვე დასაწყისია, რუსი და ბელარუსი სპორცმენებისთვის!
გასკდით გულზე "ურა ევრო. მარშელებო"! ვაი თქვენს პატრონებს?
15:35 10-12-2023
43
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული