"აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ" - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს:

"როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს,
ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს.

მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!" - წერს მერაბ დვალიშვილი.

alt"გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ, ეს ვიდეო თუ დამიდეს..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი? [VIDEO]

alt"იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?" - დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

altმერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის - ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
8-10 წლის უკან ქართველები ბრუკლინში ფაქტიურად ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და ყველამ იცოდა ვინ რა პიროვნება იყო, ეხლა ამ პერიოდში აირია სიტუაცია რაც ეს მექსიკა გახსნეს ვერ გაიგებ ვინ ვინ არის, ხო და რისი თქმა მინდა ყველამ მშვენივრად იცის რომ რაჟდენა და ჩაქუჩა ერთად მოქმედებმდნენ, სადაც რაჟდენას ავტორიტეტი ვერ ჭრიდა იქ ჩაქუჩა ერეოდა საქმეში და ბევრი ქართველიც უცემია, ზოგ ზოგიერთმა ადგა და დაწერა განცხადება, ერთ-ერთ ქართულ რესტორანს წილს სთხოვდა რაჟდენა, სერიოზული გარჩევები იყო, ვიღაც დაიჭრა კიდეც, წილს სთხოვდნენ იმ ბიჭებს ვინც "პს რიჩარდში" მუშაობდა, ვინც არ გადაიხადა სცემეს კიდეც, კიდევ რამდენი რამე, ეხლა რომ გამოდის ჩაქუჩა და იძახის აბა სად არის ის ხალხი ვისაც ნეკნები ჩავუმტვრიეო, მაჩვენეთო. ჩაქუჩას ჰქონდა 10 წელი მისჯილი, ისევე როგორც კიდევ რამდენიმეს, ჩაქუჩას უშვებენ ადრე და თან დეპორტიც არ მისცეს, როცა დანარჩენებს სასჯელის შემდეგ დეპორტი მისცეს და ციხიდან პირდაპირ ტრაპთან მიაცილა პოლუციამ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ ვინ ითანამშრომლა პოლიციასთან
ბრუკლინელი
01:02 27-02-2024
0
პროვოკაციებს არ აჰყვე მერაბ. წარმატებულ კაცს ყოველთვის ცილს სწამებენ. შენ არ გაქვს თავი სამართლებელი,ყველას უყვარხარ და ერთი ორი კაცუნას გამო არ ღირს ნერვიულობა. შენს გვერდით ვართ ბოლომდე!
გულშემატკივარი
23:01 26-02-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული