შეხვედრა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების საკოორდინაციო კომისიის წევრებთან

AutoSharing Option
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების საკოორდინაციო კომისიის წევრები - სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის ხელმძღვანელი ლინი ჰალდორსდოტირი, ბაკურიანი 2025-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ფლორინ მისკა და საკოორდინაციო კომისიის წევრები- მერლე კალიურანდი და როჯერ შნეგი.

დღეს ბაკურიანი-2025-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპელ სტუმრებთან, რომელსაც უძღვებოდა ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი.

სამუშაო შეხვედრას დაესწრო სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს მოსამზადებელ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და რწმენა გამოთქვა, რომ
საერთო ძალისხმევით და მთავრობის მხარდაჭერით, მოსამზადებელ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდება, თავად ფესტივალი კი მაღალ დონეზე ჩაივლის.

სამუშაო შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს ბაკურიანი 2025 -ის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძვანელებმა. მათ დეტალურად ისაუბრეს თითოეული მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ბაკურიანი 2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ - ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.

GEONOC.ORG.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული