ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, კინომსახიობი და საუკუნის პროცესის ავტორი ო'ჯეი სიმპსონი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი და კინომსახიობი ო'ჯეი სიმპსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენის ოჯახის წევრებმა პლატორმა X-ის მეშვეობით გაავრცელეს.

სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი პროსტატის სიმსივნე გახდა.

ო'ჯეი პირველ კრიმინალურ სკანდალში 1994 წელს გაეხვია, როდესაც სიმპსონის ყოფილი ცოლი ნიკოლ ბრაუნი და მისი პარტნიორი რონალდ გოლდმანი მოკლული იპოვეს. საქმეზე ო'ჯეი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ამის შემდეგ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ყველასგან მოულოდნელად, ბრალდებულის გამართლებით დასრულდა.

სიმპსონი 2007 წელს დააკავეს და ბრალი რამდენიმე დანაშაულში, კერძოდ, შეიარაღებულ
ძარცვასა და ადამიანის გატაცებაში წაუყენეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და 2008 წელს 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წელს ო'ჯეი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ო'ჯეი ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი იყო. ის გადაღებულია კინოტრილოგიაში "შიშველი პისტოლეტი".

altამერიკული ფეხბურთი: ო ჯეი სიმპსონი შეიწყალეს

altეს საინტერესოა: საუკუნის პროცესი - ო ჯეი სიმპსონის საქმე [გაგრძელება]

altეს საინტერესოა: ო ჯეი სიმპსონი - საუკუნის პროცესი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული