ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური კლუბი შეიძინა

AutoSharing Option
ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისის ლიგა 1-ის (რანგით მესამე ლიგის) კლუბ "უიქომბ უონდერერსის" 90%-იანი წილი შეიძინა.

აღნიშნული განცხადება ინგლისურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"ჩვენ გვინდა ავაშენოთ ფინანსურად ძლიერი კლუბი და წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწიოთ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ", - ავრცელებს კლუბი ლომთაძის სიტყვებს.

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს მას შემდეგ იკავებს,
რაც მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.

"უიქომბ უონდერერსმა" ინგლისის პირველ ლიგაში ასპარეზობა 65 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 45 /
ფულის გასათეთრებლად უნდა ალბათ თორე, ეგეთი გუნდები ვის რად უნდა:) ერთი უიქომბი გახდება გრანდი და მე კოსმონავტი:). გუნდი თუ გინდოდა საქართველოში დაილია გუნდები? სადღაც ინგლიში მეათე ლიგაში რომ არ გენახა.ქვეყანასაც წაადგებოდა. მაგრამ რაც თავში დავწერე ისე იქნება. გასათეთრებლად ფულის.
გიორგი
14:40 06-05-2024
10
ეს ისეთივე ქართველია,როგორც მე ინგლისელი!
გიორგი
16:20 06-05-2024
11

სიახლეები პოპულარული