"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"იუთუბგვერდზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე გახლდათ.

ვეტერანმა სპორტსმენმა კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მისი თქმით, "კვარამ" მთელი ქვეყანა გამოაცოცხლა.

"ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტზე ზევით დგას. ამ ბიჭმა, ხვიჩამ, რაც გააკეთა, საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ, ვინც უნდა იყო. ხვიჩა მაგარი კაცია, ქრისტიანი კაცი და ნაღდი ქართველი. ხვიჩას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მან გააკეთა, სასწაული იყო", - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, მამუკამ სარაგბო
კარიერა 2019 წელს, "ტულონში" დაასრულა.

altL'Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა - კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

altდე ლაურენტისმა კონტესთან ისადილა - რა ითქვა კვარაცხელიაზე?

მკითხველის კომენტარები / 28 /
მამუკა გორგოძეს გაუმარჯოს ! დიდი ქართველი ყველა გაგებით.
აუცილებლად ვუყურებ.
-
05 ივნისი 2024 15:31
1
მართლაც ასეა. ოჯახში ფეხბურთს მარტო მე ვუყურებდი, დღეს კი მთელი ოჯახი უყურებს და ჩემი მეუღლე, რომელმაც მესხი და ყიფიანიც კი არ იცოდა დღეს, ნაპოლის მთელი შემადგენლობა იცის თავის დუბლებიანა.
ჟორა
05 ივნისი 2024 13:43
4
ოხოხოხოო )) ღამე ლოგინში ალბათ ან ვიქტორას გეძახის, ან ზამბო ანგისას )))))
კორბენა
05 ივნისი 2024 19:28
9
თუ რამის თქმა გინდოდა, აქამდე უნდა გეთქვა, ახლა კი ჯობდა გაჩუმებულიყავი. ისე კი, სინდისთან მწყრალად არის ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი ცხოვრება ევროპაში გამოგონილ სპორტის სახეობებში და ევროპული ფულით და დიდებით მოიწყო, ხოლო თავისი თანამემამულეებისთვის "სულ მცირე" ამის საჭიროებას ვერ ხედავს...
გიო
05 ივნისი 2024 12:28
87
"გეთაყვა", აი ეს შენი "გამოსვლა" და პოლიტიკურად ორიენტიტებული შეუცაჰყოფებით გაჯერებული
აბდაუბდა, ნამდვილად შენთვის უნდა "შეგენახა" !
ხომ "კაი" სამახავი/წასაკითხი იქნება, ვინმემ შენი ე.წ.ოპონენცია რომ დაიწყოს და
(დღეს დაწინაურებულ და არა მარტო...) ხელისუფლების მხარმდამჭერთა ასეთივე დახასიათება დაიწყოს !
ჰოდა, შენ ვინ ხარ და თუ/რამდენად ხარ ღირსეული, ეგ გაარკვიე , აჯობებს !!!

შალვა-ს !
05 ივნისი 2024 14:42
8
გეთაყვა, გეტყობა ამ ვაი პოლიტიკოსების ნაბჟუტურები უფრო წონიანად გეჩვენება, ვიდრე გორგოძის, კვარაცხელიას, ტალახაძის (და სხვა მრავალის) მიერ მონიჭებული სიხარულის და აღტაცების გაელვებები. მეტი გაანალიზება გმართებთ მოვლენების (როცა ერთ მხარეს დგანან ყოველმხრივ ჩასვრილი პოლიტიკანები, მ.შ. უბორნიის პოეტები, ვაი ხელოვანები (ქათამაძე (რუსეთში კარგად მღეროდა), ბუღაძე (ფურთხებას ხელოვნებას არქმევდა), ყველას ,,საგმირო საქმეები" ვიცით და ა.შ) მაგრამ კიდევ კარგი უმცირესობაში ხართ. აბა თქვენ იცით, რუსეთუმეს იარლიყს ველოდები.
შალვა
05 ივნისი 2024 14:25
9
ყველა გამოხმაურება
მამუკ, ჯერ ვინ ამბობს ხვიჩაზე ცუდს, ეგ ხომ აფსურდის თეატრია! ან ვერ გაიგო გამგებმა ისე როგორც ითქვა და რა კონტექსტშიც, ტორემ ხვიჩა ვინ უნდა მოიხსენიოს ცუდად? შენ აღარ ხარ საჭირო ისედაც დაძაბულ საზოგადოებაში!! შენ მიხედე შენს საქმეს !!! ისე ვინმე ბიძინას ტყემალაძესთან შენ ადგილზე არ დავდგებოდი!! ბაქიბუქა ვირიშვილთან!!
კორნელი კეკეჩია
05 ივნისი 2024 11:58
82
შენც უმაგრესი ხარ,მამუკა.გაიხარე!!!
ბრაზი
05 ივნისი 2024 10:41
1
ამ კომენტარს ჩემი მოწონენა, ანუ + 1 "ლაიქი".
მთლიანად ვეთანხმები მამუკას, როგორც :
- ძალიან მაგარი რაგბისტის შეფასებას !
- მჯერა, დარწმუნებული ვარ მის კარგ , ღირსეულ კაცობაშიც
და
- არც მისი თამაშით მიღებული სიხარულისა და სიამაყის დავიწყება იქნება !
მაგრამ, რაღაც ისე გამოუვიდა, თან ამბობს და თანაც აშკარად ბოლომდე არ აზუსტებს და ...
"რა ვი, აბა", იქნებ "იმ" ფრაზის - რაღაც პოლიტიკურად შეფერილი აზრის, საერათოდ უთქმელობა ჯობდა ?
!!!- მოკლედ, როცა ყველას უყვარხარ და/ანუ "ყველასი ხარ",
მაშინ, ყოველთვის :
მეტი სიფრთხილე საჭირო და აბსოლუტურად(!) გამორიცხული უნდა იყოს "კონიუნქტურა " !
თუ არა, მხარე გამოდიხარ და მადინ ბარემ, შენთვის ჩვეულად : შეფერვა-შეფერადების გარეშე და ჩვენც გვეცოდინება ...
--------
P.S.:
1.სიყვარული და პატივისცემა მამუკას !
2. კვარა - ძალიან დიდი ფეხბურთელია! ძალიან დიდი !
3. მე პირადად, რაგბი(ც) ფრანგული/ევროპული მირჩევნია !


არა და
05 ივნისი 2024 14:13
1
დისლაიკი დავწერე ამ სტატიაზე, იმიტომ რომ ეს ნიკალა ვიღაცის ინტერვიუებს რო აკოპირებს, ჯობია თავად აიღოს ინტრევიუ და იქ გაგვაცნოს ამბები! ლაილაის ყურება თუ მინდა მეც შევძლებ!
ლაშა
05 ივნისი 2024 10:41
21
მართალია!!
მირო
05 ივნისი 2024 10:37
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული