საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე
"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა