"ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი. დედაჩემიც აფხაზეთიდან არის დევნილი და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ, ახლა უკრაინაში რაებს აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი
სახელმწიფოა", - განაცხადა ზივზივაძემ.

alt"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 85 /
ვინმემ გითხრა რუსეთი მოკეთეაო? ევროპაც და ამერიკაც ეგეთივე მტერია თუ ძაან გაინტერესებს, გაიხსენე რამდენჯერ გადაგვაგდო ევროპის სახელმწიფოებმა, თუნდაც ინგლისმა. ჩაგვაბარა რუსებს, გაუპრავა თურქებს ტაო, კარგად წაიკითხე ვინ იდგა ხოლმე თურქების უკან როცა ტერიტორიებს გვართმევდა 19 საუკუნეში, ვინ ჩამოაგდო ზვიადი, საიდან დაიწყო ჩვენი ნგრევა? ვინ გაცვალა ბალტიისპირეთში საქართველო? ვინ ედგა ელცინს უკან როდესაც აფხაზეთი წაგვართვეს? ვინ მართავდა ფაქტიურად რუსეთს 1996 წლამდე? სადმე თუ მაინც გაგიგია ამერიკელების პროტესტი როდესაც დავკარგეთ სოხუმი, ვისი კაცი იყო ედიკა? ვინ დააწყებინა მიშას 2008 ში ეგ ავანტიურა? დააყენე ერთი ადგილი ან წაიკითხე, გამომივიდა აქ მცოდნე.ეგრე ნატოში ტრაკში შეძომამ დააქცია უკრაინა და რა უთხრა გუშინ ბაიდენმა--არავითარი ნატოო ბიჭებო, სულ ტყუილი ილუზია გაგვთო
Guderian
01:45 06-06-2024
35
ანწუხელიძის ქვეყანა, ვერასოდეს გახდება კადიროვისეული ქვეყანა!!!
ქართველი ვაჟკაცი
19:24 05-06-2024
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული