პრემიერ-მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის მინისტრად წარადგინა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთხვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.

ხეჩიკაშვილი ბიზნესით და ამავდროულად, სპორტული სფეროთი დაკავებული პირია. ფლობს საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს".

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ ლევან ყიფიანმა დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებებს ვუსურვებთ ბ-ნ ტარიელს!
მანჩო
13:06 03-05-2015
0
ტარიელი ცხოვრებას თუ გადავხედავთ რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი კარგად გააკეთა იმედია აქაც გამოუვა.
წარმატებები მას
avto
11:40 01-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული