გამოკითხვა: რომელია ყველაზე სექსუალური ქართველი სპორტსმენი მამაკაცი

AutoSharing Option
ჟურნალი "რეიტინგი" საკუთარი ვებგვერდის, reitingi.ge-ს საშუალებით რამდენიმე დღეა, სპეციალურ გამოკითხვას აწარმოებს, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

საიტი საქართველოში პოპულარული შვიდი სპორტსმენი მამაკაციდან ყველაზე სექსუალურის გამოვლენას გთავაზობთ.

საიტზე შესულმა არჩევანი ფეხბურთელებს: გიორგი ლორიას, ჯაბა კანკავას, თორნიკე ოქრიაშვილს, კალათბურთელებს: ვიქტორ სანიკიძესა და ნიკა ცქიტიშვილს, მორაგბე დაჩი კოპაძესა და წყალბურთელ მიშა ბაღათურიას შორის უნდა გააკეთოთ.

ამ დროისთვის ხმა 554 ადამიანს აქვს მიცემული და პირველ ადგილს ჯერჯერობით გიორგი ლორია იკავებს 24,4%-ით. მას მხოლოდ რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება ნიკა ცქიტიშვილი; მესამე პოზიციაზეა ჯაბა კანკავა.

გამოკითხვა კიდევ
ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საგულისხმოა, რომ ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთი ხმის მიცემა შეგიძლიათ.

იხილეთ გამოკითხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული