სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ფეისბუქზე" გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სოხუმის სადღეგრძელოს ამბობს, რბილად რომ ვთქვათ ქართველი ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.

ვიდეო მომხმარებელმა ლიკა გვარამიამ რამდენიმე საათის წინ ატვირთა რუსული მინაწერით: "სიჭინავა ზვიად ამირანოვიჩ! ვამაყობ შენით".

ზვიად სიჭინავა, რომელიც ცოტა ხნის წინ ოჩამჩირეში ცნობილი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საფლავის მოსანახულებლად იმყოფებოდა, ასეთ სადღეგრძელოს სვამს:

"სოხუმი ძალიან მიყვარს. აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს ჩემთვის. ეს მნიშვნელოვანი ადგილია ჩემთვის. ეს არის ქალაქი, სადაც ვცხოვრობდი, სადაც ყბაში მიმიღია, სადაც მიჩხუბია... მე ამაყი ვარ, რომ
ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მინდა დავლიო სადღეგრძელო ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, აქვს დანიშნულება, სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიდის".
მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს ვინ ყოფილა. შეგეზიზღება.
Anzori
14:34 09-10-2015
0
აფხაზეთს ომით და სიძულვილით ვერ დავიბრუნებთ,ყველა ურა ,,პატრიოტი,, ....... საქართველოს მტერია
სოხუმელი გია
22:07 24-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული