ოქტომბრის თვის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის, "რუსთავი 2-ის", "მაესტროს", "იმედის", "SILK TV-ის", "TVS-პირველის" სპორტული რედაქციებისა და გაზეთ "ლელოსა" და "ჩვენი თამაშის" სპორტულმა ჟურნალისტებმა.
"ლიდერბეთის" მიერ ჩარიცხული თანხით მათ ჯამში 15 ბილეთი გააკეთეს. თანხა გაზეთ "ლელოს" მიერ გაკეთებულმა ერთ-ერთმა ბილეთმა მოიგო და მოგებულ თანხასთან ერთად, ოქტომბრის თვის საუკეთესო პროგნოზისტი "ლელოს" სპორტული გუნდი გახდა.
გოტფრიდ ლენცმა, პაატა გელაშვილმა, მიხეილ ჯაშმა და გია ტუხაშვილმა კომპანია "ლიდერბეთისგან" სამახსოვრო პრიზებიც მიიღეს.
თვის საუკეთესო პროგნოზისტი გუნდი გახდება ის, ვინც მოიგებს ბილეთს ან ყველაზე მაღალ კოეფიციენტს გამოიცნობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"