კორცხელში მომხდარ ინციდენტში ნაკრების წევრი, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა

AutoSharing Option
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულნი.

წყაროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.  ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.

როგორც Ambebi.ge იუწყება, ტელეკომპანია "ტაბულას" მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინფორმაციო პორტალი შეეცადა, დაკავშირებოდა
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და დამატებითი ინფორმაცია მიეღო მათგან. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიძემ თავდაპირველად ზარზე უპასუხა და სთხოვა, რამდენიმე წუთში დაერეკათ, შემდეგ კი ზარებზე აღარ უპასუხა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ვინაობა დაასახელა.

პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენების ფოტოსურათები და ჩხუბის კადრები წარმოადგინა.

მისი თქმით, "ზონდერჯგუფს" უშუალოდ ხელმძღვანელობს გიორგი არეშიძე, რომელთანაც სპორტსმენები მოსამზადებლად შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსს, გეგა გეგეშიძეს მიჰყავს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა.

"ამ ზონდერჯგუფების უშუალო შემქმნელი და დამფინანსებელი არის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს გიორგი არეშიძე. სწორედ ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც ასეთი ცემა-ტყეპისთვის იწვრთნებიან ეს ზონდერები. გიორგი არეშიძის "ენჯეოს" საფარქვეშ კეთდება ეს ზონდერჯგუფი.

რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი. მისი ბიძაშვილი - ჭიდაობის ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე იყო დღეს მთავარი ინიციატორი ცემა-ტყეპისა.

კახი კალაძესთან ერთად არის კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს ასევე ძალიან აქტიური და აგრესიული იყო და ხელმძღვანელობდა ამ დარბევას. ეს იგივე კობა ტყეშელაშვილია, რომელიც გარდაბნის არჩევნებზე იყო "ქართული ოცნების" ზონდერების უფროსი. აქ თქვენ ხედავთ ჯიჯა გიგაურს, რომელიც არის ასევე სპორტსმენი და ზონდერჯგუფის წევრი.

ჩვენ ვახდენთ სახეებით თითოეულის იდენტიფიცირებას. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში.

ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე - ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა - მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია - კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ესაა მთავრობისგან დაფინანსებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია კრიმინალების ჯგუფი. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში გეგმავს.

* * *
ვლადიმერ გეგეშიძე (85 კგ) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა, ამჟამად საქართველოს ნაკრების წევრი, თუმცა აღნიშნულ წონაში რიოს 2016 წლის ოლიმპიადის საგზური რობერტ კობლიაშვილმა მოიპოვა. გეგეშიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა.

ვლადიმერ გეგეშიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. მიმდინარე წელს გეგეშიძემ საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 2016 წელს გეგეშიძემ კიევის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მომზადებულია www.ambebi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ ბიჭებს ვენაცვალე. ოლიმპიური მედლის მოგების შემთხვევაში არ დავაფასებდი ისე, როგორც ეხლა ვაფასებ.
joseb
23 მაისი 2016 16:52
0
იჩალიჩა ოცნებამ.იჩალიჩა და ომდენი სისულელე დაახვავა ამ წლებში რომ საბოლოოდ გაიჩალიჩა..სასწაულია პირდაპირ
daTo
23 მაისი 2016 16:12
0
ვიღაც ხნიერი კაცი რო ეუბნება რა იყო ბიჭო რა გჭირთო და გაუქანა და თხლიშა მაგისთვის შემოევლე ხელებში? თუ გამეტებით რო გადასცხო კეტი ადამიანს, ქართველს თავზე მაგისთვის? აზრზე მოდით რა
kevlo-s
23 მაისი 2016 15:58
0
რაც არ უნდა ეკეთებინათ ნაცებს არაა ეს გამართლება ამ საქციელის. ეს მარტო მტერს უხარია ერთმანეთს რო ურახუნებთ.
წადით ძმაო თუ ასეთი მაგრები ხართ და საქართველოს იცავთ აქვე სამ კილომეტრში რომ ქართველებს სიმიდივით იპარავენ და ეხლა უკვე აშკარად კლავენ იმათ დაეხმარეთ. სირცხვილი თქვენ.

მაგათ ხომ სახელმწიფო უხდის ხელფასს ასე რომ დავალებას ასრულევბენ მეტი არაფერი;).
vato
23 მაისი 2016 15:20
0
- ვანოუ! ვანოუ

- ჰოუ!

- ზონდერის ზონდერი არ ცხონდაო? !

- )))]] )).. ჰმმ.. მმმ... მმმმმ

- აბა ვანო, ჰაა?
გოგი
23 მაისი 2016 14:59
0
სირცხვილია და მარაზმი ის რაც გააკეთეს ამათმა, მაგრამ ასეთ რამეს სპორტსმენები არ აეკთებენ, ამიტომ დაწერეთ რომ ესენიარ არიან სპორტსმენები და არიან ამ სახელის მატარებელი ხალხის შეურაცხყოფა დარომ ესენი შემთხვევით მოხვდნენ სპორტში
გოგი
23 მაისი 2016 14:11
0
წადი რა აჯიმანია აკეთე რააა
2
23 მაისი 2016 14:09
0
შენ შემოგევლე,მაგ ხელებში.ბოლოომდე უნდა დახარჯულიყავი.ზოგადად ფაქტი ძალიან ცუდია,მაგრამ ნაცების მასეთი პატივისცემისთვის დამატებითი ოქრო გეკუთვნის.გაიხარე და გამრავლდი!!!
kevlo
23 მაისი 2016 14:05
0
შენ საქართველოს ნაკრების კი არა, ოცნების ნაკრების წევრი ყოფილხარ, ვაჟკაც!
mamuka09ze
23 მაისი 2016 13:36
0
ვიღაც ტიპისთვის რო საფულის ამოგებას ცდილობდა უკანა ჯიბიდან ეგ თუ შეამჩნიეთ ვინმემ? ჩხუბის დროს
გიგა
23 მაისი 2016 13:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული