წყაროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.
როგორც Ambebi.ge იუწყება, ტელეკომპანია "ტაბულას" მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძეა.
საინფორმაციო პორტალი შეეცადა, დაკავშირებოდა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ვინაობა დაასახელა.
პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენების ფოტოსურათები და ჩხუბის კადრები წარმოადგინა.
მისი თქმით, "ზონდერჯგუფს" უშუალოდ ხელმძღვანელობს გიორგი არეშიძე, რომელთანაც სპორტსმენები მოსამზადებლად შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსს, გეგა გეგეშიძეს მიჰყავს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა.
"ამ ზონდერჯგუფების უშუალო შემქმნელი და დამფინანსებელი არის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს გიორგი არეშიძე. სწორედ ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც ასეთი ცემა-ტყეპისთვის იწვრთნებიან ეს ზონდერები. გიორგი არეშიძის "ენჯეოს" საფარქვეშ კეთდება ეს ზონდერჯგუფი.
რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი. მისი ბიძაშვილი - ჭიდაობის ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე იყო დღეს მთავარი ინიციატორი ცემა-ტყეპისა.
კახი კალაძესთან ერთად არის კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს ასევე ძალიან აქტიური და აგრესიული იყო და ხელმძღვანელობდა ამ დარბევას. ეს იგივე კობა ტყეშელაშვილია, რომელიც გარდაბნის არჩევნებზე იყო "ქართული ოცნების" ზონდერების უფროსი. აქ თქვენ ხედავთ ჯიჯა გიგაურს, რომელიც არის ასევე სპორტსმენი და ზონდერჯგუფის წევრი.
ჩვენ ვახდენთ სახეებით თითოეულის იდენტიფიცირებას. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში.
ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე - ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა - მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია - კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ესაა მთავრობისგან დაფინანსებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია კრიმინალების ჯგუფი. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში გეგმავს.
* * *
ვლადიმერ გეგეშიძე (85 კგ) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა, ამჟამად საქართველოს ნაკრების წევრი, თუმცა აღნიშნულ წონაში რიოს 2016 წლის ოლიმპიადის საგზური რობერტ კობლიაშვილმა მოიპოვა. გეგეშიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა. ვლადიმერ გეგეშიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. მიმდინარე წელს გეგეშიძემ საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 2016 წელს გეგეშიძემ კიევის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მომზადებულია www.ambebi.ge-ს მიხედვით
თუ მანდ რამე მოხდა აგერ 4 წელია ოცნება ნადირობს ასე რომ ვთქვათ ნაცებზე და ასეთ საქმეს დატოვებდნენ ასე გამოუძიებლად? ან თანამებრძოლები ასე გასწირავდნენ ერთმანეთს? მე ამის არ მჯერა.
თუ მაგარია ოცნება იგივეთი არ უნდა დაუბუნოს ნაცებს იმიტომ რომ მათ ეს მოეთხოვებათ. ყოველი ასეთი გამოხტომა დიდი ზიანს აყენებს საქართველოს. ეს ყველას უნდა გვესმოდეს დიდიდან პატარამდე. ასეთი რაგაცეები ნორმალური კი არაა, როგორც კალაძემ თვა, არამედ ხდება მხოლოდ არშემდგარ ქვეყნებში.