ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტული მოედნის მშენებლობას იწყებს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 (ცხრამილიონ ოთხასათიათასი) ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. პროექტის თანახმად თბილისში,
ტარიელ ხეჩიკაშვილი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი) "იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებიდან გამომდინარე, რომლებსაც საქართველო 2017 წელს მასპინძლობს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ტურნირებს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოაწყოს.
დღეს გაფორმდა ხელშეკრულება სამინისტროსა და აღნიშნულ სლოვაკურ კომპანიას შორის. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შედეგად, იწყება 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის განვითარებას საქართველოში.
ახალი სტადიონებისათვის ადგილები უკვე შერჩეულია. ასევე აღსანიშნავია, რომ სლოვაკურ კომპანიას სურვილი აქვს, ამ პროქტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა უკვე კერძო კლუბებთან და თვითმმართველობებთან სხვადასხვა რეგიონებში.
მსურს სპორტის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება".
პეტერ ფილა (კომპანია "Autokomodex Trnava spol.sro"-ს დირეტქორი): "ძალზე მოხარულნი ვართ საქართველოსთან და კერძოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.
საქართველო განსაკუთრებულად მოგვწონს. დიდი ხანია ქართულ მხარესთან შეხვედრებს ვმართავთ, ყოველთვის გვსურდა მნიშვნელოვანი და ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალება გვქონოდა და ჩვენთვის სასიხარულოა საფეხბურთო და სარაგბო სტადიონების მშენებლობას რომ ვიწყებთ.
მეც თავად ყოფილი სპორტსმენი ვარ და ამ მხრივაც, ძალიან საინტერესოა ჩემთვის საქართველოსთან თანამშრომლობა. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სტადიონების მშენებლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ და საქართველოში სპორტის სამომავლო განვითარებას შევუწყოთ ხელი."
წყარო: msy.gov.ge