სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, შესაძლოა, ლუკა კურტანიძე გახდეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად, შესაძლოა, ლუკა კურტანიძე დაინიშნოს.

როგორც ჩვენთვის სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, ხელისუფლებაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ლუკა კურტანიძეს განიხილავენ, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში არ მოხვდა.

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე 2012-14 წლებში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 2014 წლის 1-ელ დეკემბერს ის თანამდებობიდან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა გადააყენა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. მინისტრის თანამდებობას
ამჟამად ტარიელ ხეჩიკაშვილი იკავებს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. სხდომის თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს. პრეზიდენტი ხსნის უშუალოდ პირველ სხდომასაც. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება - პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები გახდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ლუკა ხალიჩაზე იყო მაგარი,ხოლო თანამდებობაზე კი გახსოვთ-თქვენ თვითონ განსაჯეთ
sano
16:19 17-11-2016
0
ჯერ ერთო ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და მერე მეორე ვარძელშვილს არარ აჯობებს. მარტალი კაცია და გაუმარჯოს ღმერთმა არა ნოზაძეს და ნაცბანდა ჯობია.
gamoaqveyneT
12:39 17-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული