ყველა დროის ყველაზე მდიდარი: მილიარდერი მაიკლ ჯორდანი და დანარჩენები

AutoSharing Option
ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებული მაიკლ ჯორდანი სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დასახელდა. ამის შესახებ, გუშინ ჟურნალმა "ფორსბმა" დაწერა.

გამოცემის ინფორმაციით, ლეგენდარულმა კალათბურთელმა ჯამში 1.7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, აქედან, 93 მილიონი - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოსვლისას. ამასთან, ამ თანხაში არ არის შესული ჯორდანის სასპონსორო კონტრაქტები. ექს-კალათბურთელის შემოსავლის დიდი ნაწილი უკავშირდება სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელ საკუთარ ბრენდს. გარდა ამისა, მაიკლს სამუდამო კონტრაქტი აქვს კომპანია Nike-თან.

ჯორდანის შემდეგ, რეიტინგში სამი გოლფისტი მოდის - ტაიგერ ვუდსი (1.65 მილიარდი დოლარი), ამა წლის სექტემბერში, 87 წლის
ასაკში გარდაცვლილი არნოლდ პალმერი (1.35 მილიარდი) და ჯეკ ნიკლაუსი (1.15 მილიარდი). ხუთეულს ავსებს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი მიხაელ შუმახერი (1 მილიარდი).

ყველა დროის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა რეიტინგში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს გოლფს (ხუთი), ოთხ-ოთხი - კალათბურთსა და კრივს, სამი - ფეხბურთს, ორი - ავტოსპორტს და თითო - ჩოგბურთსა (როჯერ ფედერერი, 600 მილიონი) და ბეისბოლს (ალექს როდრიგესი, 545 მილიონი).

ამ ოცეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია - 29 წლის ლიონელ მესი. "ბარსელონას" ლიდერი სიაში მე-17 ადგილზეა 520 მილიონი დოლარით. მასზე წინ არიან 31 წლის ლებრონ ჯეიმსი (640 მილიონი) და კრიშტიანო რონალდო (620 მილიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული