დიუსელდორფის გრან პრი. III დღე: ბექა ღვინიაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დიუსელდორფის გრან პრის მესამე საშეჯიბრო დღეს ბექა ღვინიაშვილი ოქროს მედლის იბრძოლებს.

ბექა ღვინიაშვილმა (90) ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. ფინალში ღვინიაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ხუსენ ხალმურზაევს შეხვდება.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ღვინიშვილმა (90) პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუ იპონით დაამარცხა, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალ მოუგო, მესამე დაპირისპირებაში კი ტაჯიკელ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით სძლია.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) ტურნირზე პირველივე შეხვედრაში ვაზარით წააგო. ჭრიკიშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო.

ლაშა ტაველურმა (100) პირველ წრეში ამერიკელ
ილა სმიტს იპონით მოუგო, მეორე წრეში კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან იპონით დამარცხდა.

ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 73- კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაან ეცადა მსაჯიც მაგრამ მაინც მოიგო ბექამ...გილოცავთ
gia
26 თებერვალი 2017 20:42
0
ბექამ უკვე იბრძოლა და გაიმარჯვა კიდეც!!! გილოცავ!!! გილოცავთ!!! ოქროს ბიჭია!!!
tngh
26 თებერვალი 2017 20:37
0
მოიგო ბექამ ვულოცავვვვ
ვასიკო
26 თებერვალი 2017 20:30
0
ყოჩაღ ბექა, გენაცვალე, დიდებული ფინალი გვაჩუქე!! ეგრე გააგრძელე, უძლიერესი ხარ!!
giglia
26 თებერვალი 2017 20:29
0
warmatebebi chven bichebs,magram me piradad lipartelianis msgavsi stabiluri sportsmeni armaxsendeba qartul sportshi...
euhhh
26 თებერვალი 2017 19:44
0
merera coli ro moiyvana?colis waqcevas raunda?!)))vinc wasaqcevia imat vegaraqcevs,an amowura tavisi mag bichma,ankide ragacashia saqme,coli da colis daqalebi arapershuashi araa aq
mamuka-s
26 თებერვალი 2017 19:42
0
დაბრუნდი ჩირიკ 81 ში, 90 არაა შენი წონა
დინამოელი
26 თებერვალი 2017 18:45
0
რა ჭირთ ვერ გავიგე,ისეთი დაღლილები ჩანან გეგონება დიდ ომში იყვნენ.ჭრიკიშვილის კიდევ მესმის ცოლი მოიყვანა და ენერგია შეუმცირდა,თუმცა მასეთი იმედის მომცემისგან მაინც არაადექვატურია.ისევ ღვინიაშვილის იმედათ
mamuka
26 თებერვალი 2017 18:20
0
რაღაც ვერ არის გუნდში მთლად კარგად..
ჭრიკიშვილი მატიაშვილი და ოქრუაშვილი პირველივე წრეში აგებენ ეს ცუდი ზღაპრიდანაა
რეზო
26 თებერვალი 2017 18:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული