ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
26 თებერვალს დიუსელდორფის გრან პრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90) ოქრის მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ხუსენ ხალმურზაევი იპონით შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე დაამარცხა.

ღვინიაშვილმა (90) ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუს იპონით სძლია, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალ მოუგო, მესამე დაპირისპირებაში კი ტაჯიკ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით აჯობა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) ტურნირზე პირველივე შეხვედრაში ვაზარით წააგო. ჭრიკიშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო.

ლაშა ტაველურმა (100) პირველ წრეში ამერიკელ ილა სმიტს იპონით
მოუგო, მეორე წრეში კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან იპონით დამარცხდა.

ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროთი და 2 ვერცხლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 73- კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
გაიხარე ,ბექა!
ჭრიკიშვილი თუ არ დაუბრუნდა თავის წონას,წასულია მაგის საქმე...
dima
26 თებერვალი 2017 23:41
0
მძიმეში ამ მოზუხული კაცების მაგივრად წაეყვანათ თუშიშვილი...
მიროსან
26 თებერვალი 2017 23:33
0
შენ გაიხარეე, ღმერთი შენსკენ!
ალბერტ
26 თებერვალი 2017 23:12
0
მტელი გამე ყკყრებდი სჰენ ჰიდაუბას-გმერტმა გაგახაროს და გაბედნიეროს
Nugzar
26 თებერვალი 2017 23:04
0
გაიხარე ბექა! ძალიან მაგარი კაცი ხარ!
ფერნანდო
26 თებერვალი 2017 21:40
0
მოგებაზეა აქაც საუბარი და :) კალაშნიკოვამაც მოიგო ბუდაპეშტი და იმაზეც თუ დადებდით სტატიას კარგი იქნებოდა
.
26 თებერვალი 2017 21:33
0
beka nagdi kartveli xar sul gamarjvebuli menaxe, shen es shegidzlia
amirani
26 თებერვალი 2017 21:24
0
ევროპა-მსოფლიო-ოლიმპიადას...ყველას მოიგებს ! გენაცვალე!
გივი - გია თუთბერიძე
26 თებერვალი 2017 21:09
0
ევროპა!!! მსოფლიო!!! ოლიმპიადა!!! ბექა ჩემპიონია!!!
tngh
26 თებერვალი 2017 21:00
0
ქართველოოო, გენაცვალე, ლომი ხარ და ლომივით იჭიდავე!
გიორგი
26 თებერვალი 2017 20:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული