ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ამიერიდან თურქეთის ნაკრებს უხელმძღვანელებს.

44 წლის უზნაძეს თურქთა გუნდის გაწვრთნაში დავით ასუმბანიც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი უზნაძეს ამ ქვეყნის სახელით, როგორც სპორტსმენს, 2002 წელს ევროპის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, საქართველოს ნაკრებს კი ის 2013-16 წლებში წვრთნიდა. ამ თანამდებობაზე ის ირაკლი ცირეკიძემ შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები. ძალიან კარგი სპეციალისტი. რომელსაც თითოეული ძიუდოისტის შესაძლებლობები, ასევე მათი მოწინააღმდეგებისაც დეტალიურად ქონდა გაანალიზებული და შესწავლილი.
კახა
22 მარტი 2017 14:16
0
ახლა თურქეთსი წავა ქართული დესანტი, საბერძნეთი ხომ გავამდიდრეთდ და...
hoo
22 მარტი 2017 14:12
0
წარმატებები ყველა ვარიანტში ირაკლის!
Irakli apkhaidze
22 მარტი 2017 14:06
0
გაჩვეული ყოფილა! სხვაგან მაინც წასულიყო! გამოგვიყვანს ახლა, ვინმე აბდუშაჰილს და ...
jiji
22 მარტი 2017 12:36
0
ეს, მართლაც კარგი სპეციალისტი, სავარაუდოდ ცოტა განაწყენებული - ბევრი კარგი საქმე აკეთა, გვარს მაინც არ შეიცვლის.:)))))))))))
იმედია...
22 მარტი 2017 11:50
0

სიახლეები პოპულარული