ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
თბილისის "დიდი პრიზის" დასრულების შემდეგ საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ დაასახელა 20-23 აპრილს ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

საქართველოს ნაკრები:
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ზებედა რეხვიაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ვალერი ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100).

გუნდურში ამათ დაემატებიან ლაშა გიუნაშვილი (66), ფრიდონ გიგანი (73), ამბაკო ავალიანი (81) და უშანგი მარგიანი (90).

გუნდი დღეს ყვარელში გაემგზავრა, სადაც გაივლის დასკვნით შეკრებას და პოლონეთში წასვლამდე იქ
ივარჯიშებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
81 kiloshi unda dabrundes aucileblad.90 ar aris misi wona
Ramazi
08 აპრილი 2017 02:15
0
არ შეიძლება სპორტსმენს მთელი წინასაოლმპიადო წელი ეძახოდე ოლიმპიური ჩემკინო ხარო!!! მოიგოს და მერე კი ბატონო! რაც ავთოს მოუვიდა ფსიქოლოგიურად, დიდ წილად არის იმ ხალხის ბრალი ვინც თავის ჭკუით სტიმულს უმაღლებდა, ეს იყო დათვური სამსახური!ყველა ვხედავთ რომ ჩვენს თვალწინ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ძიუდოისტი თითქმის 8 თვეა უმძიმეს დეპრესიაშია ჩავარდნილი. აჯობებს 81-ს დაუბრუნდეს და დაუმტკიცოს პირველ რიგში თავის თავს რომ ის ჩემპიონია!!! ღმერთმა ძალა მოგაკრებინოს ავთო!
პაატა
06 აპრილი 2017 21:55
0
ამ საიტზეც დადებული იყო ავთოს მკლავის ფოტო,ერთი მთლიანი სისხლჩაქცევა იყო.ამას გარდა,როგორც ვიცი მას ფეხის ტრავმაც აწუხებდა.ვინც ამბობს მატარებლის ჩავლას,გაიხსენოს მისი კლასი.კლასი იკარგება?ტრავმა კი მოშუშდება და თუ 90 ვერა,81-ში დაიკლებს,ჩემი აზრით ავთოს მაინც ოლიმპიადის ფსიქოლოგიური ტრავმაც უშლის ხელს,მაგრამ მისი მენტალიტეტი მას მაინც შეაძლებინებს უმაღლეს დონეზე ფორმის აკრეფას და ტიტულების მოგებას.მე პირადად მისი მჯერა და ველი ახალ გამარჯვებებს.
სოსო
06 აპრილი 2017 16:05
0
ხელზე აქ სისხლჩაქცევა და მარტო გუნდურისთვის შეიძლება გამოვიდეს ისიც შეიძლება პირადი გამორიცხულია სამწუხაროდ
ნოდო
06 აპრილი 2017 15:51
0
ჭრიკიშვილის მატარებელმა ჩაიარა უკვე, ორი ოლიმპიადა წააგო და სხვებს მისცენ შანსი აჯობებს მგონი
ბაბაია
06 აპრილი 2017 15:31
0
ტრამვა არ ვიცი, მარა, როგორმე უნდა ეცადოს დაბრუნდეს თავის წონაში, თორემ არა მგონია ან მისთვის ან ნაკრებისთვის კარგი იოს მისი და ბექას ერთ წონაში ყოფნა.
შოთა -s
06 აპრილი 2017 15:00
0
ჭრიკიშვილს ტრამვა აქვს ალბათ ხო? და რამდენად სერიოზული?
შოთა
06 აპრილი 2017 11:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული