ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა.

26 წლის სპორტსმენის რჩეული თამუნა გვენეტაძეა. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, ქორწილი კი გუშინ გადაიხადეს. პატარძალს გამორჩეული კაბა ეცვა ძალიან გრძელი შლეიფით. წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა.

თამუნა და ავთანდილი დიდი ხნის მანძილზე იყვნენ შეყვარებული. ჭრიკიშვილის მეუღლე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში. ასევე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

წყარო: ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგ ცოლი იქნება რომ დადებს ბეჭებზე საბოლოოდ
დათა
19:21 30-04-2017
0
გილოცავთ , ბედნიერებას გისურვებთ!!!

თამუნა გამოუშვით რა ავთო საჭიდაოდ ხანდახან :))))
gulSematkivari
22:02 30-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული