ეკატერინბურგის გრან სლემი: ამირან პაპინაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
რუსეთს ქალაქ ეკატერინბურგში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე ასპარეზობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაება, მათგან მედლისთვის ბრძოლას კი მხოლოდ ამირან პაპინაშვილი აგრძელებს, რომელიც 60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალშია გასული.

პაპინაშვილმა ტურნირის 1/2-ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი 26 წამში დააიპონა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდება.

ამავე წონაში სანუგეშო ტურნირში წააგო და ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა ლუხუმ ჩხვიმიანმა.

66 კგ-ში, რეპეშაჟში დამარცდა ბაგრატ ნინიაშვილიც, ხოლო ამავე წონაში ჩვენი მეორე მონაწილე ლაშა გიუნაშვილი ადრეულ სტადიაზევე გამოეთიშა ასპარეზობას.

ეკატერინბურგში, ორდღიან ტურნირზე, რომელიც 21 მაისს
დასრულდება, საქართველოს ვაჟთა ნაკრები 12 ძიუდოისტით გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ არხზეა გადაცემა
jigaro
16:09 20-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული