ტატო გრიგალაშვილმა (-81) ჯერ მასპინძელი ტიზიე გნამიენი ვაზარით, დამაჯერებლად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ტატომ ნახევარფინალში გასასვლელად კანადელ ფრანცის გაუტიერის იპონით აჯობა და საჩემპიონო სვლა განაგრძო.
გრიგალაშვილმა ბელგიელი სამი ჩოუჩი დამატებით დროში, ვაზარით დაამარცხა და გრანდ სლემის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც იაპონელ სოტარი ფუჯივარას შეხვდება.
ბექა ღვინიაშვილიც (-90) ფრანგ, ენიელ კაროლის დაუპირისპირდა და უპირატესობა ერთი წამითაც ეჭქვეშ არ დაუყენებია -
ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - ფინალის საგზური აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს დაუთმო, რომელთანაც აკძალული ილეთის გამო ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა. მისი მეთოქე უზბეკი დავლათ ბობონოვი იქნება.
სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე (-90) პირველივე დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა - მასპინძელ ალექსის მატიესთან.
პარიზში გამოსვლა უიღბლო გამოდგა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილისთვის (-100), რომელმაც უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოევთან ავასატე-იპონით წააგო.
შეგახსენებთ, საქართვეოს ნაკრების ანგარიშზე ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალთან ერთად, ვაჟა მარგველაშვილისა და ჯაბა პაპინაშვილის ბრინჯაოცაა.
პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: ისევ იპონი და მეორე ქართული მედალი - მარგველაშვილის ბრინჯაო [VIDEO]