მეორე დღე მედლის გარეშე - მარგველაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის კვლავ უმედლოდ დასრულდა.

დღეს, 7 სექტემბერს, -66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა, ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ დენის ვიერუსთან ვაზარით დამარცხდა.

მარგველაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და მაროკოელი აბდერაჰმანე ბუშიტა იპონით დაამარცხა, მესამე წრეში უკრაინელ კარო მარანდარიანს დამატებით დროში სძლია, მეოთხედფინალში კი იაპონელ იოშირო მარუიამასთან იპონით დამარცხდა.

ვაჟამ რეპეშაჟში გაფრთხილებების ხარჯზე, ისრაელელ ბარუხ შმაილოვს აჯობა, ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ ბრძოლაში კი დენის ვიერუსთან დამარცხდა.

ხვალ, 8 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 2
ქართველი იასპარეზებს, -73კგ წონით კატეგორიაში ტატამზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი წარსდგება, ხოლო ქალთა შორის მედლისთვის -57კგ კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ არ გამკვირვებია.ჩხვიმიანიც და მარგველაშვილიც ძალიან არასტაბილურები არიან.დაბალი წონები ტრადიციულად იაპონელთა დომინირებაა.შავდათუაშვილის იმედიც დიდად არ მაქვს რატომღაც.ოქროს შანსები ყველაზე მეტად ვფიქრობ თუშიშვილს და გრიგალაშვილს აქვს.მაისურაძე აუცილებლად აიღებს მედალს.სულამანიძესაც ექნება შანსი.ბექაურის ჭიდაობა საინტერესო იქნება,მაგრამ მაინც ვფიქრობ მის მაგიერ ამ ეტაპზე ღვინიაშვილი სჯობდა და ბექაური გუნდურში.ლიპო კი ბრინჯაოს ფინალამდე თუ მივიდა მაგარი იქნება.
master
21:00 07-10-2022
0

სიახლეები პოპულარული