-90 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი ალტანბაგანა გატულგა დაამარცხა და მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ამავე წონაში წარმატებით გამოსვლას აგრძელებს ლაშა ბექაურიც. ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ დაპირისპირებაში იაპონელი კოსუკე მაშიიამა ავასატე-იპონით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.