თუშიშვილი მერვედფინალშია, სომხიშვილი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტატამზე გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი წარდგნენ.

სამწუხაროდ, სოფიო ასპარეზობას პირველსავე წრეში გამოეთიშა და კუბელ იდალის ორტიზსთან ავასატე-იპონით დამარცხდა.

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მეორე წრეში სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იპონით სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც გერმანელ იოჰანეს ფრეის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული