ადამ ოქრუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
31 აგვისტოს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი.

ქართველი ძიუდოისტი ფინალის საგზურისთვის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდება, რომელთანაც წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.

ოქრუაშვილმა მეოთხედფინალში 34 წლის უბერებელი ვარსკვლავი, ევროპის 6-გზის, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რუსი ალექსანდრ მიხაილინი დაამარცხა, რომელსაც 4 გაფრთხილება მიაღებინა.

მანამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამოელ დერეკ სუას და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის იპონებით აჯობა.

* * *
სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლომერ ჟორჟოლიანმა,
რომელიც მერვედფინალში ევროპის პრიზიორ ფრანგ სირილ მარესთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ჟორჟოლიანმა მანამდე შეხვედრა კამერუნელ სტეფანე ობმიონგნოსთან გამართა და იპონით მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამჯერ წაგვაგებინეს ფრანგებთან მსაჯებმა 2 ფინალი დღეს ჟორჟოლიანი, რინერთან არაფერი იმაიმუნონ ადრეც ესე წააგებინეს ფინალი
beqa
20:29 31-08-2013
0

სიახლეები პოპულარული