ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. I ლიგა: "შევარდენმა" ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
19 დეკემბერს, ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს, ქართულმა კლუბმა "შევარდენმა" ბრინჯაოს მედალი და "ოქროს ლიგაში" ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

"შევარდენმა" სასტარტო შეხვედრა ფრანგულ "სუცი ჯუდოს" კი მოუგო, თუმცა რუსულ "ნიუ სტრიმ ტიუმენთან" დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჰოლანდიურ "ნორდ-ოსტ ჰერენვენს" და ფრანგულ "სარტროვილის" აჯობა.

ბრინჯაოსთვის გადამწვეტ შეხვედრაში გურამ მოდებაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუსულ "რატიბორეცს" შანსი არ დაუტოვა - 4:1.

ჩემპიონატის ფინალში იბრძოლებს მეორე ქართული კლუბი "საგარეჯო", რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის "კბრ ნალჩიკს" დაუპირისპირდება.

შევარდენი
66
კგ. გელა კელიხაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, პაატა ბიბილაშვილი
90 კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი
+90 კგ. ონისე ბუღაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული