ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები გერმანულ "აბენსბერგს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 3:2 დაამარცხეს. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ადამ ოქრუაშვილმა მეტოქეს სუფთად მოუგო.
მანამდე, ფინალის სტარტზე ვაჟა მარგველაშვილი უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარიასთან დამარცხდა, თუმცა ნუგზარ ტატალაშვილმა იპონითვე გაათანაბრა. ამის შემდეგ ჯერ ავთანდილ ჭრიკიშვილმა წააგო, შემდეგ კი ვალერი ლიპარტელიანმა დაძაბულ შეხვედრაში შანსი შეგვინარჩუნა.
ფინალამდე შსს-ის კლუბმა, რომელიც პრაქტიკულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული, ტურნირზე ჯერ ფრანგულ "სენ ჟენევიევს" მოუგო (3:2), შემდეგ კი ნახევარფინალში პორტუგალიური "სპორტინგი" დაამარცხა (3:2).
"მებრძოლმა" "ოქროს ლიგაში" ამ შემადგენლობით იასპარეზა:
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური
+90 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.