საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის ჩეპმიონატის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა.

პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (66). ჩვენებურმა თავიდან მეტოქეს ვაზარი დაუთმო, შემდეგ კი მთელი შეხვედრა ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, თუმცა ბოლოს რუსმა იპონზე დააგდო - 0:1 რუსეთის სასარგებლოდ.

ამის შემდეგ ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდა. ტატალაშვილი თავიდანვე იუკოთი დაწინაურდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 1:1 გათანბრდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) რუსი მეტოქე ჯერ ვაზარზე, შემდეგ კი იპონზე დააგდო და საქართველო წინ გაიყვანა - 2:1.

ვარლამ ლიპარტელიანი რუს სპორტსმენთან იუკოთი აგებდა, თუმცა შემდეგ მეტოქე
იპონზე დააგდო - 3:1 და საქართველო ევროპის ჩემპიონია!

ბოლო ფორმალური შეხვედრა ლევან მატიაშვილსა და რუს მეტოქეს შორის დამატებით დროში გადავიდა, საადც ქართველმა გაფრთხილება მიიღო და დამარცხდა. საბოლოდ ფინალი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა.

- "მამა, მაგარი ლაშა, ჩილიკა" - ლიპარტელიანის შვილის მილოცვა ძიუდოისტებს [VIDEO]

- ევროპის ჩემპიონატი. საქართველო ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით პირველია!
მკითხველის კომენტარები / 23 /
გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!...ღვთის მადლი გფარავდეთ ყველგან!...
არტაგი
24 აპრილი 2016 22:11
0
გენაცვალეთ ჯიგარში, ღმერთმა მრავალ ბზობას დაგასწროთ ბიჭებო თქვენ ოჯახებთან ერთად და სულ ესე თავაწეულებს გევლოთ
lnzm
24 აპრილი 2016 21:42
0
დიდება ქართულ ძიუდოს, თავისუფალ ჭიდაობას,ბერძნულ რომაულს,დიდება ქართულ რაგბს,კალათბურთს,წყალბურთს,ხელბურთს, ძალოსნობას,ჭადრაკს,მშვილდოსნობას,სხვას და სხვას , დაჟე ჰოკეის, არ მინდა ვთქვა სირცხვილი ქართულ ფეხბურთს, მაგრამ რა ვქნა მითხარით?!!!
malxazi55
24 აპრილი 2016 21:24
0
გაიხარეთ ბიჭებო!
მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული
მოუტანეთ.
ფერნანდო
24 აპრილი 2016 20:57
0
გენაცვალეთ ლომებო) ყველაზე მაგარი ქართველები ხართ
aleksandre
24 აპრილი 2016 20:44
0
გენაცვალეთ, ბიჭებო, მაგრები ხართ, დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის! ღმერთმა სულ გამარჯვებულები გამყოფოთ!
გიგლია
24 აპრილი 2016 20:39
0
ბრავო ბიჭებს, ბრავო, თითვეული მათგანი უნაკლო იყო, გენაცვალეთ პს.ვარლამ ნამდვილი კაპიტანი ხარ გაიხარე
giga
24 აპრილი 2016 20:32
0
pozdravliau gruzinam s pobedai! udachi vam na olimpiade!
andrei
24 აპრილი 2016 20:27
0
რუსის ჯარისკაცების "ჩესტზე" დგომა ქართულის წინაშე არ ახალია. ჯუღაშვილმა სისხლში გაუჯინა და დღემდე ვერ გადაეჩვიენ.

/\/\/\/0
24 აპრილი 2016 20:11
0
ამას რუსის სალდატის გაშტიკინება უფრო უხარია მგონებ ქართულ ჰიმნზე, ვიდრე ქართული ძიუდოს სკოლის პირველობა ევროპაში. მეგობარო თუ ასე გსიამოვნებს იუთუბიზე მონახე გამარჯვების აღლუმი და დატკბები გორელი იოსკას წინაშე როგორ დგანან "სმირნაზე" Mთელი სარუსეთი სალდატობა თავისივე გენერლებით და მარშლებით.
okribeli
24 აპრილი 2016 20:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული