ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დღეს ბერძენ-რომაელები იწყებენ

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნები დაიწყებენ.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის 59 კგ-ში ლერი აბულაძე, 66-ში - გოგა გოგიბერაშვილი, 98-ში - კოკა კირცხალია, ხოლო 130-ში - ლევან არაბული იბრძოლებენ. ჩემპიონატი ხვალ, 7 მაისს დასრულდება.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ნოვი სადში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გამოსვლა ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა
(61) იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ.

ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ნაკრები
59 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა)
66 კგ. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
71 კგ. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
75 კგ. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
80 კგ. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
98 კგ. კუკური კირცხალია (თბილისი)
130 კგ. ლევან არაბული (მცხეთა).
მკითხველის კომენტარები / 13 /
თუ არ გაქვთ წარმოდგენა რატომ წერთ. ევროპის ჩემპიონატზე საჭიდაოდ მიდის მოქმედი საქართველოს ჩემპიონები და ამ განაცხადში ვინცაა ყველა საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. ასე რომ თუ რომელიმეს გვარი არ გეცნობათ ეს იმას ნიშნავს რომ ჭიდაობას გულშემატკივრები არ ხართ და შესაბამისად ნუ გააკეთებთ არაკომპეტენტურ კომენტარებს...
ქართველი
19:57 06-05-2017
0
ხალხო ნუ ლაპარაკობთ ეგრე, რაც არ იცით, აშკარად არ ხართ ჩართული სპორტის ამ სახეობაში და რაღაც ყურმოკრული გაგიგიათ და იქიდან ლაპარაკობთ, მეორე კიდე ნუ ლაპარაკობთ ხალხის სახელით, შმაგი ბოლქვაძე იმიტომ არ არის რომ ტრავმა აქვს და თუ ადევნებდით თვალს სხვადასხვა ტურნრიებს ჭიდაობისას ამ დორის მანძილზე, ეგ გეცოდინებოდათ კიდეც და ზოიძემ კიდე წააგო საქართველოს ჩემპიონატზე და მაგიტომაც არ წაიყვანეს და პატარიზეს საერთოდ არ უჭიდავია და ვინც წავიდა პატარიძის წონაში ისიც საკმაოდ ძლიერი მოჭიდავეა და მედალსაც აიღებს დღეს, ამიტომ მარტო ევროპა ოლიმპიადა და მსოფლიოზე რომ უყურებთ ჭიდაობას მაგის მიხედვით ნუ აკეთბთ დასკვნებს, ეს ისეთი სპორტია რო მუდმივად ფორმაში ყოვნაა საჭირო. ეგრე რუსებმა ვლასოვი არ წაიყვანეს ამ ევროპაზე, არც სადულაევი და კიდე ბევრი წონის ლიდერი, იმიტომ რომ ხანდახან როტაციაც საჭიროა და ხანდახან კიდევ სხვა უკეთეს ფორმაშია იმ მოცემულ მომენტში, ასე რომ ჯერ გაიგეთ რაშია საქმე და მერე დაწერეთ რამე
დადუ
19:24 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული