ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დღეს ბერძენ-რომაელები იწყებენ

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნები დაიწყებენ.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის 59 კგ-ში ლერი აბულაძე, 66-ში - გოგა გოგიბერაშვილი, 98-ში - კოკა კირცხალია, ხოლო 130-ში - ლევან არაბული იბრძოლებენ. ჩემპიონატი ხვალ, 7 მაისს დასრულდება.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ნოვი სადში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გამოსვლა ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა
(61) იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ.

ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ნაკრები
59 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა)
66 კგ. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
71 კგ. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
75 კგ. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
80 კგ. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
98 კგ. კუკური კირცხალია (თბილისი)
130 კგ. ლევან არაბული (მცხეთა).
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინმემ იცის პატარიძე რატო არ დააყენეს მძიმე წონაში?
irakli Apkhaidze
12:50 06-05-2017
0
შმაგი ბოლქვაძზე რატომ არ არის განაცხადში
dldldlldldldldldldl
13:19 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული