ქართველმა მოჭიდავემ რუს სპორტსმენთან იჩხუბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს "ევროპის ერთა თასზე" ქართველი და რუსი მოჭიდავეების მონაწილეობით ინციდენტი მოხდა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა (80) და რუსმა იმილ შარაფეტდინოვმა შეხვედრის დროს იჩხუბეს. ამის გამო ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასზე" მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ბულგარეთთან 5:3 მოიგო, შემდეგ კი რუსეთთან 1:6 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი რუმინელებთან (4-4, დამატებითი მაჩვენებლებით) დავმარცხდით.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ეღირსებათ მაგათ გასწორება.უკვე მერამდენე წელია სრული უნამუსობა სუფევს კლასიკური ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციაში.ოლიმპიადაზე თითქოს ოდნავ გამოასწორეს მსაჯობა და ახლა ისევ აიშვეს.ჭიდაობა ხომ ჭიდაობა აღარ არის და ეს უნამუსობაც ყელში ამოვიდა,უკვე ვეღარ ვუყურებ თუ სადმეა ჩვენება.ნეტავ მართლა ამოიღონ ოლიმპიური პროგრამიდან ,თორემ მაგ სანაგვეს გაწმენდა არ ეღირსება.
სოსო
19:48 30-11-2016
0
ჭიდაობაში უკვე რუსებთან ვაგებთ??? და სად გაიმართა ეს ტურნირი ხო არ იცის ვინმემ?????
nika
22:45 20-11-2016
0

სიახლეები პოპულარული