ცხრა ქართველი ძიუდოისტი იაპონიიდან გამომგზავრებას უშედეგოდ ცდილობს

AutoSharing Option
იაპონიიდან გამომგზავრებას ცხრა ქართველი ძიუდოისტი უშედეგოდ ცდილობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაპონიაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ბეშიძემ ტოკიოდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ელჩის ინფორმაციით, იაპონიის აეროპორტებში შეფერხებების გამო ქართველი სპორტსმენები გამოფრენას ჯერ ვერ ახერხებენ.

"ვცდილობთ, გამომგზავრებაში დავეხმაროთ ძიუდოისტებს, რომლებიც იაპონიაში ვარჯიშზე იყვნენ ჩამოსული. ისინი ტოკიოდან 20-30 კილომეტრით, სამხრეთით იმყოფებიან და უსაფრთხოდ არიან", - განაცხადა რევაზ ბეშიძემ.

მისივე თქმით, საელჩო იაპონიაში მყოფ საქართველოს 29 მოქალაქეს უკვე დაუკავშირდა.

"მათი უმეტესობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს და უსაფრთხოდ არიან. ვვარაუდობთ, რომ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამჟამდ იაპონიაში
იმყოფებიან, უახლოეს საათებში დავუკავშირდებით", - განაცხადა ელჩმა.

11 მარტს იაპონიაში, ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კმ-ში, მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე 8,9- ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.


"ინტერპრესნიუსი"




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული