ისევ ზონალური დაიწყება

AutoSharing Option

საჩხერეში ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სპორტდარბაზში ქართულ ჭიდაობაში ზონალური პირველობა ცაგერის, თერჯოლის, წყალტუბოს, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და საჩხერის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე კარგად ქუთაისლებმა იასპარეზეს.

საგარეჯოში, გორში, ზუგდიდში და საჩხერეში მარტში გამართული შეჯიბრებებით დამთავრდა ახალგაზრული ზონალური პირველობები; ფინალური ასპარეზობა კი 9-10 აპრილს თბილისში გაიმართება. შემდეგ დაიწყება სამი ზონალური შეჯიბრება მოზრდილთა შორის. ტურნირები აპრილსა და მაისში მცხეთაში, ცაგერში და ზუგდიდშია დაგეგმილი.

უახლოესი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში კი 1-3 აპრილს თბილისში, 1997-1998 წლებში დაბადებულ საქართველოს ჭაბუკთა პირადი პირველობაა.

გაგაცნობთ საჩხერის ტურნირში
გამარჯვებულებს: გიორგი ჩხაბერიძე (55 კგ, ქუთაისი), ლაშა კვირიკაშვილი (60, წყალტუბო), გიორგი აფაქიძე (65), მირზა ქურასბედიანი (70), ალექსანდრე ქურასბედიანი (75, სამივე — ქუთაისი), გიორგი ჭიღლაძე (80, საჩხერე), ავთანდილ ბოგვერაძე (90) და გიორგი ცნობილაძე (+90, ორივე-ქუთაისი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული