გასულ წლებთან შედარებით შვიდის ნაცვლად წლეულს ექვს წონით კატეგორიაში გაიმართა ქვეყნის ჩემპიონატი. თუმცა შეჯიბრება ორ დღეს გაგრძელდა და ეს სავსებით ნორმალურია. ერთ დღეში მომთავრებულს კი თავისი ხარვეზები ყოველთვის ახლავს...
ექვსი ჩემპიონიდან ორმა ტრისტან ფეიქრიშვილმა და გოჩა ხუციშვილმა პირველად იზეიმეს საქართველოს ჩემპიონობა. დანარჩენი ოთხი კი სხვადასხვა დროს ფლობდა ოქროს მედლებს. აქედან სამმა მათგანმა - ზვიად
ჩემპიონებიდან და პრიზიორებიდან სპეციალისტებისთვის ყველა მოჭიდავე მეტნაკლებად ცნობილია. მაგრამ სასიამოვნოდ გაგვაოცა ფინალისტმა ანდრო ბერუაშვილმა (66 კგ), რომელმაც ვერცხლი მოიპოვა. ის სამაჩაბლოდან დევნილია და ნამდვილი ქართული ჭიდაობა გვიჩვენა დიღმის ხალიჩაზე...
საქართველოს ჩემპიონატის ფინალში 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძმები გოჩა და ხვიჩა ხუციშვილები შეერკინენ ერთმანეთს. გამარჯვება გოჩას დარჩა, რომელსაც მისმა 2 წლისნახევრის ვაჟმა დავითმაც მიულოცა.
ჩემპიონ-პრიზიორებს სხვა ატრიბუტებთან ერთად ქართული ჭიდაობის ფედერაციამ შესაბამისად 300-250 და 200 ლარი გადასცა ჯილდოდ.
რეგიონებიდან კვლავ კარგად მუშაობს გორელი ამაგდარი მწვრთნელი გივი ზაუტაშვილი. აგრეთვე მისი ახალგაზრდა თანაქალაქელი კოლეგა ქართლოს პავლიაშვილი.
ქართული ჭიდაობის საერთო პრობლემა კი არახალია, ძველია. ქართულ ჭიდაობას ცალკე, იშვიათად ან საერთოდ არ ასწავლიან. ძიუდოში და სამბოში გაწვრთნილი ბიჭებით გავდივართ იოლად. ტრადიციები კი უმდიდრესი გვაქვს, და მუდმივი განახლება სჭირდება...
წლევანდელმა ჩემპიონატმა ცივილიზებულად ჩაიარა. ვნებათაღელვა, რომ არ იყოს ქართული ჭიდაობას, თითქოს რაღაც აკლდება. აქაც იყო ზღვარგადაუსვლელი ემოციები და ბევრი კარგი ორთაბრძოლა...
ჩემპიონატი დამთავრდა და ახლა მოზრდილებს მოსწავლეები შეცვლიან. მალე მოსწავლეთა ფესტივალის ფინალური ტურნირი გაიმართება 3 წონით კატეგორიაში, ამას დიდების გუნდური პირველობები და ზაფხულის ქართული ჭიდაობების ზეიმები შეცვლის. ბოლოს კი აბსოლუტური ფალავნობა დააგვირგვინებს 2011 წლის "ქართულის" სეზონს.
კვარცხლბეკი
60 კგ. 1. პაატა მერებაშვილი (სამაჩაბლო)
2. ლაშა გიუნაშვილი (ქარელი)
3. ოთარ კაიდარაშვილი (გორი)
66 კგ. 1. ტრისტან ფეიქრიშვილი (თბილისი)
2. ანდრო ბერუაშვილი (სამაჩაბლო)
3. გიორგი შოშიაშვილი (თბილისი)
73 კგ. 1. ზვიად ბაზანდარაშვილი (გორი)
2. ჯაბა ბიწაძე (აფხაზეთი)
3. ანზორ ხმიადაშვილი (გორი)
81 კგ. 1. გოჩა ხუციშვილი
2. ხვიჩა ხუციშვილი (ორივე-თბილისი)
3. იოსებ ჩილინდრიშვილი (გორი).
90 კგ. 1. თედო აბელაშვილი
2. გიორგი ნოზაძე (ორივე-თბილისი)
3. ჯუმბერ გიგაური (გორი)
+90 კგ. 1. ვახტანგ ზოიძე (აჭარა)
2. პაატა ღვინიაშვილი (გორი)
3. მირიან გოჯილაშვილი (ახმეტა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"