კასპში იუბილე და ჭიდაობა იზეიმეს

AutoSharing Option
კასპის ჭიდაობის დარბაზმა 16-17 ნოემბერს ადგილობრივი ვეტერანი მოჭიდავისა და თავისუფალ ჭიდაობაში თაობათა აღმზრდელის ზელიმხან ილურიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრებაში მასპინძლებთან ერთად თბილისის ხუთი, ახმეტის, რუსთავის, სოფ. გამარჯვების, მცხეთის, ქარელის, ხაშურის გუნდების 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა ორ ასაკობრივ ჯგუფში (1995-1997; 1998-2000 წწ).

ორთაბრძოლებს იუბილართან ერთად თვალს ადევნებდნენ: ტიტულოვანი ფალავანი ლევან თედიაშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდნეტი გიორგი ალექსიძე და წლების განმავლობაში საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე. ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველაფერი გააკეთა კასპის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ (შოთა
გოგიაშვილი), ჭიდაობის სკოლამ (ალექსი ხუციშვილი) და სპონსორმა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა საწარმომ (უშანგი მოსიაშვილი).

გამარჯვებულებს ჯილდოდ მედლები და თასები გადაეცათ. სეპციალური პრიზი კასპელ მოჭიდავეს ვანო გაბოძეს თვით იუბილარმა გადასცა. უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდა ადგილობრივი და ხაშურელი სპეციალისტების გოჩა გაბოძის და გია კვინიკაძის შეგირდების კარგი გამოსვლა, თბილისის გუნდების მწვრთნელთა აღსაზრდელებთან ერთად.

კვარცხლბეკი
42 კგ: 1. ლევან ნიპარიშვილი (კასპი), 2. გიორგი სამაკაშვილი, 3. ლაშა აბულიძე და ირაკლი წამალაიძე (სამივე - თბილისი);
46 კგ: 1. გაიოზ გონგლაძე, 2. ომარ ბედიძე (ორივე - ხაშური), 3. გიორგი დემეტრაშვილი და ტარიელ მიდელაშვილი (ორივე - კასპი);
50 კგ: 1. გიორგი ყაზარაშვილი (კასპი), 2. სერგო მარგიევი, 3. ელვარ ნაბიოღლი (ორივე - ქარელი) ლაშა წიკლაური (კასპი);
54 კგ: 1. ვანო გაბოძე (კასპი), 2. ზურაბ ჩაბაკაური, 3. გიორგი გურაბანიძე (ორივე - თბილისი) და იმედა მაკაროვი (ახმეტა);
58 კგ: 1. გურამ ბერიაშვილი, 2. გიორგი პერტაია, 3. ბაგრატ ღონღაძე (სამივე - თბილისი) და სულთან გულიევი (ქარელი);
63 კგ: 1. ბექა ხუროშვილი (კასპი), 2. გიორგი ქავთარაშვილი, 3. შამო ქარიმოვი (ორივე - თბილისი) და ვასო ჭუმპურიძე (გამარჯვება);
69 კგ: 1. დემეტრე ჯანაშია (თბილისი), 2. პაატა ტალახაძე (რუსთავი), 3. შალვა ხომასურიძე (თბილისი) და მიშა ხაჟინიანი (ხაშური);
76 კგ: 1. ბაჩანა მიქელაშვილი (ხაშური), 2. გიგა მეშველიანი (რუსთავი), 3. ლევან ბოჭორიძე (საგარეჯო) და სანდრო ბაბუციძე (მცხეთა);
85 კგ: 1. კონსტანტინე გაბაშვილი (თბილისი), 2. ზურა ურიაშვილი (მცხეთა), 3. დათო მეტრეველი (თბილისი). მხოლოდ სამი მონაწილე;
მძიმე: 1. მიხეილ თვაური (მცხეთა), 2. ლუკა ყვარელაშვილი (გამარჯვება), 3. დათო კობახიძე (თბილისი);

დავით ასპინაძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული