პაატა ღვინიაშვილი მშობლიურ სოფელშიც უძლეველია

AutoSharing Option
ამ დღეებში ქართულ ჭიდაობა გაიმართა სოფელ რუისშიც (ქარელის რ-ნი). ამ სოფლიდანაა პაატა ღვინიაშვილი, რომელმაც წლეულს გამართულ ქართული ჭიდაობის შეჯიბრებების ნახევარზე მეტში აბსოლუტურ წონაში იპირველა.

მით უფრო, მშობლიურ სოფელში როგორ დათმობდა გამარჯვებას.

ასეც მოხდა - ფინალში მან ქარელელ ზვიად კაპანაძეს აჯობა.

წონითი კატეგორიების სამეულები
60 კგ. 1. გიორგი ვარძელაშვილი, 2. ლაშა გიუნაშვილი (ორივე - ქარელი), 3. ოთარ კაიდარაშვილი (გორი);
70 კგ. 1. ზურაბ ნოზაძე (ხაშური), 2. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი), 3. შალვა მურაჩაშვილი (გორი);
80 კგ. 1. გიორგი პაპუნაშვილი (გორი), 2. გია
გიორგაძე (ხაშური), 3. ზვიად კაპანაძე (ქარელი);
+ 80 კგ. 1. პაატა ღვინიაშვილი, 2. ზვიად კაპანაძე (ორივე - ქარელი), 3. გიორგი ნოზაძე (ხაშური).

შეჯიბრება ქარელის რაიონის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების (დირექტორი გია ბერუაშვილი) და საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.

გამარჯვებულებმა და პრიზიორებმა თასები და ფულადი ჯილდოები მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული