ტოჩინოშინმა ქართულ-ოსური დუელი წააგო

AutoSharing Option

წლის უკანასკნელი ბაშოს მესამედი მიილია და უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ქართველმა სუმოისტებმა თავი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიგდეს - წარმოიდგინეთ, 5 დღიდან 3-ში ყველა ჩვენებურმა ერთად წააგო. ასეთი ცუდი სტარტი არც კი გვახსენდება...
ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოს არანთან იორიკირით წააგო. ისე, ორი ევროპელი კომუსუბის ორთაბრძოლა ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა - ერთმაც და მეორემაც შეძლეს მეტოქის მავაშის მოხელთება. სამწუხაროდ, უკომპრომისო რკენაში ოსმა იმარჯვა. ლევანის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის საგანგაშო, მას 2-3 ბალანსი აქვს, თუმცა გუშინ ისეთ მეტოქესთან წააგო, რომელსაც აქამდე ყველა

შეხვედრა წაგებული ჰქონდა. საინტერესო ბრძოლა გველის დღესაც - ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა ამინიშიკის ხვდება. "მატადორი" სუმოს სამყაროში გამორჩეული რიკიშია, უშიშარი და რისკიანი. ლევანი კი ღონით სჯობს სხვებს და არც ტექნიკა დაეწუნება. მათი ბრძოლების ისტორია უკვე 7 შეხვედრას ითვლის: 4:3 წინაა ქართველი.

ლევან ცაგურიამ (კოკაი) ვერაფერი გააწყო მონღოლ "არწივ" ტამავაშისთან, რომელმაც ქართველთა რკენაში მარჯვენათი სამაგალითო უვატენაგე შეასრულა. კოკაი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირაა, მისი ბალანსი 2-3-ია. დღეს "შავი ზღვა" მე-4 მაეგაშირა ტაკეკაძეს (2-3) ხვდება, რომელიც ერთობ უხერხული მეტოქეა მისთვის (5:10 ურთიერთშეხვედრებში).

ჩვენებურთაგან ყველაზე ცუდად საქმეები ელიტის უმძიმეს რიკიშის, თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) მისდის. გაგამარუმ მონღოლ ტოკიტენკუსთან იორიტაოშის ილეთით წააგო. ჩვენებური (1-4) დღეს ტამავაშის დაეჭიდება, რომელთანაც კოკაი ვერას გახდა.

ტურნირის მე-5 დღეს ესტონელ ჩემპიონ ბარუტოს დაუმარცხებელი სვლა შეწყდა. სამაგიეროდ, მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, ისევე როგორც კაიომ და სეკივაკეს რანგის ორივე სუმოისტმა. კუნძულ კიუშუზე ელიტაში მხოლოდ ერთი დაუმარცხებელი დარჩა - მე-16 მაეგაშირა შოტენრო. ბუნებრივია, შოტენრო ჯერჯერობით რანგში მეზობლად მყოფებს ეჯიბრება, უფრო ძლიერ მეტოქეებთან კი ძალიან გაუჭირდება.

კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
V დღე (სულ 9 ილეთი)

იორიკირი (6): ჰაკუჰო-ასასეკირიუ, კისენოსატო-კოტოოშუ, ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ, არანი-ტოჩინოშინი, კიოკუტენჰო-კიმურაიამა, ტოსაიუტაკა-სოკოკურაი.
იორიტაოში (4): ჰომაშო-ბარუტო, ვაკანოსატო-ჰაკუბა, მოკონამი-შიმოტორი, ტოკიტენკუ-გაგამარუ.
უვატენაგე (3): კაიო-კიტატაიკი, ტოკუსეგავა-ტაკეკაძე, ტამავაში-კოკაი.
ოშიდაში (2): კორიუ-კასუგაო, შოტენრო-ოკინოუმი.
ჰატაკიკომი (1): კაკურიუ-ამინიშიკი.
უვატედაშინაგე (1): იოშიკაძე-კოტოკასუგა.
ცურიდაში (1): ტოიონოშიმა-ტაკამისაკარი.
შიტატედაშინაგე (1): ტოჩინონადა-ბუშუიამა.
ჰიკიოტოში (1): გოეიდო-მიაბიამა.   

ფოტოზე: დღეს ტოჩინოშინი ამინიშიკის შეხვდება

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული