დავით მოძმანაშვილმა "რამზან კადიროვის თასი" მოიგო

AutoSharing Option
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიოს პრიზიორმა დავით მოძმანაშვილმა (120) შაბათს, 26 ოქტომბერს გროზნოში ჩეჩნეთის პრეზიდენტ "რამზან კადიროვის თასზე" გაიმარჯვა.

ტურნირის მთავარი ფავორიტი თავიდან ისვენებდა, მერე კი ჯერ ინგუში ასლან მალსაგოვი 3:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ოსი ედუარდ ბაზროვი ბეჭებზე დააწვინა, ფინალში კი დაღესტნელ არსლანბეკ ალიევს 3:1 მოუგო.

გროზნოში ჩვენგან მალხაზ ზარქუა და მალხაზ ქურდიანიც (ორივე - 66) ჭიდაობდნენ, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდნენ.

ზარქუამ უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან წააგო, ქურდიანმა - ოს ალან გოგაევთან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატება კარგია, მაგრამ "რამზან კადიროვის თასზე" საქართველოს ნაკრებს რა ესაქმება...კადიროვი რუსეთის აქია, ქართველთმოძულე, საქართველოს მტერია... ეგეც ოლიმპიადა ხო არაა, ჩვეუებრივი რიგითი ტურნირია...მეორეს მხრივ გონებაშეზღუდული კადიროვი რა დღეშიც იქნებოდა ქართველის გამარჯვებით წარმომიდგენია, მაგრამ მის შოუში მონაწილეობა არაა მისაღები...ზოგადად მიღებულია იმის თქმა, რომ სპორტს პოლიტიკასთან კავშირი არ ააქვს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ აქვს, ხოლო რუსეთში კი სულაც არაა პოლიტიკის გარეშე...
kaxa
01:05 27-10-2013
0
kaxa getanxmebi jigaro.saqartvelos mteria nomer pirveli tuara arc ukanaskneli da maqa ram caiyvana eg xalxinetav rodis gaigvidzebs eri mdzinare.?
arvelodi
01:34 27-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული