
პირველ დღეს მე-2 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოძეკის რანგის სუმოისტ გოეიდოს შეხვდება, ხოლო მე-12 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მე-11 მაეგაშირა ჰომარეფუჯის დაუპირისპირდება.
მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი, კოტოშოგიკუ იქნება, ხოლო გაგამარუ ისევ მე-11 მაეგაშირას შეხვდება, ამჯერად სოკოკურაის.
აღსანიშნავია, რომ მუხლის ტრავმის გამო ბაშოს გამოტოვებს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.