"...გენო პეტრიაშვილი ღმერთის საჩუქარია მთელი საქართველოსთვის"

AutoSharing Option
ევროპის თანატოლთა ჩემპიონატში ახალგაზრდა მოჭიდავეების წარმატებულ გამოსვლაზე მკითხველი ინფორმირებულია, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო, ბერძენ-რომაელებმა კი ერთით მეტი ჯილდო დაისაკუთრეს: თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

"თავისუფალთაგან" ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილმა (120) იყოჩაღა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააბითურა მეტოქეები და ქულის დაუკარგავად გახდა ჩემპიონი.

დავით ბუზიაშვილი (66) და ლაშა გიგაშვილი (74) ამჯერად მესამეზე გავიდნენ.

ამ წარმატების შესახებ გუნდების მთავარ მწვრთნელებს გავესაუბრეთ, რომლებიც პირველხარისხოვან ტურნირზე პირველად წარდგნენ ახალ ამპლუაში.

ფიქრობთ, საინტერესოა,
როგორ შეაფასა ევროპამ ჩვენებურთა გამოსვლა, უფრო ზუსტად კი - მძიმეწონოსნები, რომლებიც შიშის ზარს სცემენ მეტოქეებს.

გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა):
"როცა ოქროს მედალი გაქვს, ეს უკვე იძლევა კმაყოფილების საბაბს, მაგრამ მეორე მხრივ, მაქსიმალისტობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ შედეგს დავჯერდეთ.

თვით ის მომენტიც კი მტკივნეულია, როცა რომელიმე სპორტსმენი უმედლოდ რჩება.

ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. საამისოდ კი აუცილებელია, ბიჭებმა დაიჯერონ, რომ გამარჯვება შეუძლიათ. რამდენიმე წონაში სწორედ რწმენის დეფიციტმა შეგვიშალა ხელი.

არ გაგვიმართლა 55 კილოგრამში, სადაც ბექა ბუჯიაშვილი ვერცხლისწყალივით მოძრავი ბიჭია, ბოლომდე იბრძვის და არ ნებდება, მაგრამ ცოტა ტრავმაც იყო, მეტოქეებიც არ შეაფასა სათანადოდ და უმედლოდ დარჩა. არადა, საჩემპიონო კაცი იყო, რადგან მონაცემებით ამ წონაში ყველაზე ძლიერია.

გულდასაწყვეტია შოთა ფარტენაძის მარცხიც 60 კილოგრამში. ვფიქრობ, დავით ბუზიაშვილსაც მეტი შეუძლია იმის მიუხედავად, რომ მედალი მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილი ღმერთის საჩუქარია მთელი საქართველოსთვის. მას ყველანაირი მონაცემი აქვს - ფიზიკური უპირატესობა, სხვა დადებითი თვისებები, მაგრამ განსაკუთრებით, მის მებრძოლ ხასიათს გამოვარჩევ. ის ჭიდაობისას არ ფიქრობს მოპოვებული ქულების შენარჩუნებაზე, პირიქით - სულ უტევს".


ზაზა სილაგაძე: იაკობ ქაჯაიასთან საჭიდაოდ გასვლა ყველას ეშინოდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გენო პეტრიაშვილი ისევ ევროპის ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული