"თავისუფალთა" ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ნახჭევანის თასზე" ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა აზერბაიჯანში ჩატარებულ "ნახჭევანის თასზე".

მათ ქვეჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვეს მასპინძლების შემდეგ, 23 ივლისს კი გადამწყვეტ პაექრობაში თურქეთის ნაკრებს აჯობეს. წონების მიხედვით, შეხვედრა 4:4 დასრულდა, მაგრამ ჩვენებს ერთი წმინდა გამარჯვება ჰქონდათ. თანაც, ტექნიკური ქულების დაჯამებითაც წინ იყვნენ - 19:16.

ორთაბრძოლა თურქების უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც მოიგეს პირველი ორი პაექრობა - გოგა ძიგუა (50) მეჰმეტ იუჩესთან 3:5 დამარცხდა, ედემ ბოლქვაძემ (55) კი შაბან კიზილტაშთან 9:12 წააგო. შემდეგ ჩვენებმა ანგარიში გაათანაბრეს: შმაგი თოდუამ (60)
სალახეტინ სერდის წმინდად მოუგო, 11:0, ომარ გურჯიძემ კი ვოლკან ასანი 5:1 დაამარცხა.

სამწუხაროდ, მერე წინ ისევ თურქები გავიდნენ - ნიკა კენჭაძემ (74) ოსმან გიუჩენთან 4:14 დათმო, თუმცა ირაკლი მწითურმა (84) მახმუტ ოზქაიას 4:1 მოუგო და ანგარიში გაათანაბრა.

სწორედ აქ დადგა ის გადამწყვეტი მომენტი, რამაც მოგვიანებით განსაზღვრა კიდეც შეხვედრის ბედი - როლანდ ანდრიაძემ ბეჭებზე დადო სალიმ ერკანი, თუმცა მანამ ქულებითაც სოლიდურად უგებდა, 9:2 იყო ანგარიში...

საბოლოო შეხვედრაში ბექა კანდელაკს (120) შეეძლო საერთო ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება, თუმცა ხუსეინ ჩიველეკთან დამარცხდა, ოღონდ ქულებით, 7:17 და საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენებს დარჩათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული