გიორგი საკანდელიძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ინდოეთის საკლუბო ლიგა მოიგეს

AutoSharing Option
27 დეკემბერს, ინდოეთში დასრულდა პირველი პროფესიონალური საკლუბო ჩემპიონატი "Pro Wrestling League", რომლის გამარჯვებულიც ელიზბარ ოდიკაძის (97) და გიორგი საკანდელიძის (125) კლუბი "რევანტა მუმბაი გარუდა" გახდა.

ფინალში "არიანა ჰამერსთან" გიორგი საკანდელიძემ (125) მორიგი წმინდა გამარჯვება მიითვალა - 1 წუთსა და 39 წამში დაამარცხა ინდოელი ჰიტენდერი 10:0, რითაც "მუმბაი" დაწინაურდა - 3:2.

გადამწყვეტი გამარჯვება ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისათვის რევანში აუღო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანს, უკრაინელ ვალერი ანდრეიცევს - 6:4.

საბოლოოდ "მუმბაიმ" "არიანა ჰამერი" ანგარიშით 7:2 დაამარცხა და
პირველი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.

მანამდე, ნახევარფინალში ოდიკაძე-საკანდელიძის "მუმბაიმ" დავით მოძმანაშვილის "ბენგალურუ" 5:2 დაამარცხა. 25 დეკემბერს საკანდელიძემ მოძმანაშვილს დაძაბულ ორთაბრძოლაში 7:4 მოუგო, ოდიკაძემ კი უკრაინელ ევროპის ჩემპიონ პავლო ოლინიკს სძლია - 7:2.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ლადო ხინჩეგაშვილის "პანჯაბ როიალსი" 3:4 დამარცხდა "არიანა ჰამერსთან", ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი კი დაბლოკეს და ვერ იასპარეზა.

მომზადებულია wrestling.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული