ისტორიაში პირველად: საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
ტრიუმფით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმო

ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ , ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე (70) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 59 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 54
ქულით, მესამეზე უკრაინა 51.

მომზადებულია wrestling.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული