ხუთივე მათგანს თავის დროზე ორგანიზმში მელდონიუმი აღმოუჩინეს, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა მათ წარმატებებს სალიცენზიო ტურნირებში.
ამიტომ თავდაპირველად ყველას ჩამოერთვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია, თუმცა მოგვიანებით მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ მიდგომები შეცვალა და მხოლოდ ისინი დასაჯა, ვისაც
ხსენებულ ხუთეულს სწორედ ამიტომ შეეხო ამნისტია და რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის ნებაც დართეს. ერთადერთი, ვისაც ადრინდელი განაჩენი ძალაში დაუტოვეს, ანუ ოლიმპიადის კარიც მოუხურეს, უკრაინელთა მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი ალან ზასეევია (125).
ამ ხუთეულიდან ყველაზე ტიტულოვანი პოლონელი ფალავანია, ვინც, სინამდვილეში, ნატურალიზებული დაღესტანელია და 2014 წლამდე რუსეთის სახელით ჭიდაობდა. ის პოლონეთში 2014 წელს გადავიდა, როცა იქაური ნაკრების მესაჭეობა ყირგიზეთის სახელით მოჭიდავე დაღესტანელ იუსუპ აბდუსალამოვს ჩააბარეს, ვინც 2008 წლის ოლიმპიადის ფინალი რევაზ მინდორაშვილთან წააგო.
მან სამშობლოდან რამდენიმე ფალავანი თან წაიყვანა პოლონეთში, თუმცა ყველაზე მეტად იმედები გაჯიევმა გაუმართლა - შარშან ევროპული თამაშების ფინალში გავიდა, წლეულს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. თუმცა ის 70 კილოგრამში გამოდიოდა, რომელიც არაა ოლიმპიური წონა, ამიტომ სალიცენზიო შეჯიბრებებში 65-ში ჩამოინაცვლა და მიზანსაც მიაღწია.
65-ში გამოდის კვიატკოვსკიც, რომელიც არაა ძლიერი მოჭიდავე. ამ წონაში ჩვენს ნაკრებში ზურაბ იაკობაშვილმა მოიპოვა საგზური, ვისთვისაც გაჯიევის დაბრუნება არ უნდა იყოს მთლად სასიხარულო. ოღონდ ამ წონას ისეთი ფავორიტი ჰყავს, დანარჩენთა საჩემპიონო შანსებზე ლაპარაკი ცოტა თამამი ოცნებაა - კუბიდან იტალიაში გადასული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ფრენკ ჩამიზო მარკესი.
რაც შეეხება ზასეევს, მას კიდეც რომ მიეღო საგზური, ის მაინც არ მიგვაჩნია გენო პეტრიაშვილის სადარ მეტოქედ - გორელმა ტალანტმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოუგო მას.
პეტრიაშვილისთვის არც უკრაინელთა ახლანდელი ლიცენზიანტი ალექსანდრ ხოციანოვსკია საშიში კონკურენტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"