ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW), რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დოპინგტესტების შედეგები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები.
ამ დოკუმენტების მიხედვით, 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე და ფინალში გასულ თაიმურაზ თიგიევს (ყაზახეთი) განმეორებით სინჯშიც აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის - ტურინაბოლის კვალი. არსებული წესების თანახმად, პეკინში თიგიევის მიერ ნაჩვენები
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს მიიღებს მეხუთეადგილოსანი მიშელ ბატისტა (კუბა), რომელმაც სამედლო ბრძოლა გოგშელიძესთან წააგო.
ასევე გადაისინჯება პეკინის ოლიმპიადის შედეგები თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის კიდევ რამდენიმე წონით კატეგორიაში.
წყარო: geonoc.org.ge