თავად ცერემონია ნიუ იორკში 5 ივნისს გაიმართა, მაგრამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. დოპინგ-ოფიცრებმა სპორტსმენს მოთხოვეს ღონისძიებაზე შეშვება, შემდეგ ლინდსი ტუალეტის ოთახში გააცილეს, სადაც საჭირო ანალიზები აიღეს.
ვონის პრესმდივანმა ლუის კეიმ განაცხადა, რომ სპორტსმენი გაგებით შეხვდა აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლების გამოჩენას. "მას ესმის, რომ ეს მისი სამუშაოს ნაწილია", - ამბობს კეი სააგენტო AP-თან კომენტარში.
სპორტსმენები, რომლებსაც ოლიმპიურ
მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელს სანახევროდ გაუცდა შარშანდელი სეზონი ტრავმის გამო, თუმცა ამერიკელი მოთხილამურე ასწრებს სოჭის ოლიმპიადისთვის გამოჯანმრთელებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"